მიხედოს ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას, რომ გახდეს უკეთ - "ოცნების" ცინიზმი სააკაშვილის მდგომარეობაზე

12.12.22 13:44
მიხედოს ჯანმრთელობას და ფსიქიკას, მიირთვას, რომ გახდეს უკეთ - "ოცნების" ცინიზმი სააკაშვილის მდგომარეობაზე

მესამე პრეზიდენტის უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით "ოცნების" დამოკიდებულება ცინიკურია. მმართველი გუნდის წევრი, ბექა დავითულიანი, მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, გაუფრთხილდეს ფსიქიკას და უკეთ იკვებოს. 

ამასთან, უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ბრალდებულ პრეზიდენტს არც ერთი მძიმე დაავადება, რომელიც მას სასჯელისგან გაათავისუფლებს,  არ აქვს. 

ინფორმაცია, რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია მისი სასჯელის გადავადება, ასეთი ინფორმაცია არა თუ მე, მის ოჯახის წევრებსაც არ გააჩნიათ.

ვერც ერთ მძიმე დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა გამაჩნდეს ასეთი ინფორმაცია? რა ვიცი, ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა... მესმის... არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს, რა ვქნა? მართლმსაჯულება ქვეყანაა... მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას... მიირთვას, რომ გახდეს ცოტა უკეთ, - თქვა დავითულიანმა. 

მსგავსი სიახლეები