სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი - კალაძე
დედაქალაქის მერი მესამე პერზიდენტის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვებს თავს არიდებს და ამბობს, რომ მის ჯანმრთელობაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს. ამასთან, კახა კალაძე იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ისტორიაში სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებლად შევა.
ყველა პატიმართან დაკავშირებით შესაბამისი უწყება იღებს გადაწყვეტილებას, ზრუნავს პატიმრებზე და მათ ჯანმრთელობაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი, ადამიანი, რომელმაც შექმნა უბედურება ქვეყანაში, - თქვა კალაძემ.