ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენ შევქმენით - პრემიერი ისევ თავს იწონებს

12.12.22 14:04
ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენ შევქმენით - პრემიერი ისევ თავს იწონებს

მთავრობის სხდომა პრემიერმა ისევ ხელისუფლების "დამსახურებებზე" საუბრით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2019 წელთან შედარებით უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ქვეყანაში 70%-ით გაიზარდა. 

პრემიერი ირწმუნება, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა და ეს სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა.

70% არის გაზრდილი პიდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს რაზე მიუთითებს? მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ სიტუაციას, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში. პირველ რიგში, ეს არის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ შევქმენით. ეს მშვიდობა, სტაბილური პერიოდი, რომელიც ქვეყანაში დგას, გამჭვირვალობა. აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. ამით ყელაფერია ნათქვამი, თუ როგორი მთავრობა ჰყავს დღეს ქვეყანას, - განაცხადა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები