"ექსტრემისტები", "ომის და სიკვდილის პარტია" - პრემიერის ტრადიციული იერიში ოპოზიციაზე
მთავრობის სხდომაზე თავის მოწონების პარალელურად, პრემიერს არც ოპოზიციაზე თავდასხმა დავიწყებია. ირაკლი ღარიბაშილმა "ნაციონალური მოძრაობა" ომის და სიკვდილის პარტიად მორიგ ჯერზე მოიხსენია. მისი თქმით, ექსტრემისტებს მიზნად ქვეყნის განადგურება ჰქონდათ, თუმცა პასუხად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მიიღეს.
სერიოზული პროგრესია. ეს განაპირობა, არავის ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ და განსაკუთრებით იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ, ომის და სიკვდილის პარტიამ, ემ ასე ვუწოდებ მათ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - თქვა ღარიბაშვილმა.