ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება - ირაკლი ღარიბაშვილი

12.12.22 14:55
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება - ირაკლი ღარიბაშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება - ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

ღარიბაშვიულის განმარტებით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

რამდენიმე თვის წინ დავავალე ეკონომიკის სამინისტროს, მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს.

პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული, მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი, ამიტომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში და ის განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით - თქვა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები