"ოცნების" მძიმე ორშაბათი - ილია დარჩიაშვილი მინისტერიალზე მწვავე კრიტიკას ისმენს
ფინეთი, ჩეხეთი და ირლანდია ელოდებიან, როდის შეასრულებს საქართველო ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. მწვავე გზავნილები ბრიუსელში გაკეთდა, სადაც ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს.
დარბაზში კრიტიკას ისმენენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ევროინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. სხდომას ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.
მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთანაც, როგორიცაა საქართველო და სხვები, რათა დავეხმაროთ მათ პარტნიორობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო გაღრმავდეს. დღეს ჩვენ ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხს. ვიმსჯელებთ, რა წარმოდგენს ამ ქვეყნებისთვის მთავარ საჭიროებებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც გასადადგმელია საქართველოს შიდა ვიტარებისთვის. ველოდებით როდის შესრულება ყველა მოთხოვნა, რათა საქართველო მიუახლოვდეს ევროკავშირს, - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ.
ღარიბაშვილის პასიურობით უკმაყოფილო უცხოელ პარტნიორებს კი მმართველი პარტია თბილისში ეპატიჟება.
რაც შეეხება იმას, ბურთი არის ჩვენს მოედანზე, დიახ, ბურთი ჩენს მოედანზეა. მანამ, სანამ ჩვენ ამ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, მანამდე ბურთი იქნება ჩვენს მოედანზე, თუმცა უახლოეს მომავალში ამ ბურთს დავუბრუნებთ უკვე ევროკავშირს და კონკრეტულად ევრკომოსიას. პარლამენტის თავმდჯომარესტან ერთად ვსტუმრობდი ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს და მინდა გითხრათ, რომ არსად, არცერთ შეხვედრაზე არ შემხვედრია არც დეპუტატი, არც სამინისტროს წარმომადგენელი და არც დიპლომატი, რომელსაც არ ეთქვას, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. თუ ვინმეს რაიმეშ ეჭვი ეპარება, ჩვენ მზად ვართ. რომ ამ ადამიანს ვუმასპინძლოთ საქართველოში და ვაჩენით რეალურად, რა ხდება, - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ოპოზიცია კი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების არცერთ ქმედებაში არ ჩანს, რომ მმართელ გუნდს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია სურს.
ევროპელი ლიდერები უკვე საათზე მეტია შეკრებილები არიან. მრგვალი მაგიდის გარშემო მოლაპარაკეკების შემდეგ ევროკავშირის საბჭოს ფორმატში პირისპირ შეხვედრები გაიმართება, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართავს.