ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა წამოსვლამდე ოპერაცია გაიკეთა, ტყუილია, უნდათ, მოწამვლის თემა გადაფარონ - ნაყოფია

12.12.22 15:14
ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა წამოსვლამდე ოპერაცია გაიკეთა, ტყუილია, უნდათ, მოწამვლის თემა გადაფარონ - ნაყოფია

"ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს მძიმე შედეგი" - განცხადება კობა ნაყოფიამ "ვივა მედთან" გააკეთა. ენმ-ს ლიდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პირდაპირ ამბობს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. 

ნაყოფიამ პროსახელისუფლებო მესიჯბოქს უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსი ჩამოსვლამდე ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა და წონის კლებაც ამას უკავშირდება. 

ენმ-ს წევრის თქმით, ეს "მტკნარი სიცრუეა". პოლიტიკოსი შესაბამის უწყებებს ფაქტით დაინტერესებისკენ და დოკუმენტების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

მიზანი არის ძალიან მარტივი, გადაფარონ მისი წამების ფაქტები, გადაფარონ მოწამვლის ფაქტები და გადააბრალონ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა რაღაც ჰიპოთეტური ოპერაციის გამო, რაც არის ტყუილი. ახლა საუბრობენ რარაც ელექტრონულ სიგარეტზე, სირცხვილია ხალხო... - მიმართა ნაყოფიამ დეზინფორმაციის ავტორებს. 

მისივე განცხადებით, სააკაშვილი სულ რაღაც 73 კგ-ს იწონის. 

მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, დაინტერესდეს ამ საქმით, ეს მათივე ინტერესებშია და ხელეწიფებათ რომ ეს გააკეთონ სახელმწიფო დონეზე, გამოითხოვონ კლინიკიდან, თუ ასეთ კლინიკა არსებობს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია გაიკეთა, ეს არის მორიგი ტყუილი და ფეიკი, მე მოვუწოდებ რომ გაასაჯაროონ და დადონ ეს დოკუმენტები", - განაცხადა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, სააკაშვილმა ქირურგიული ოპერაცია 2017 წლს  გაიკეთა. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ოპერაციას, ბოლო ოპერაცია მიხეილ სააკაშვილის განხორციელდა დაახლოებით 6 წლის წინ. რანაირი დოკუმენტიც არ უნდა არსებობდეს, ეს დოკუმენტი არ არის 2021 წლის, ეს იქნება მინიმუმ 5-6 წლის წინანდელი, რაც არ დამალულა"- უთხრა მედიას ნაყოფიამ.

ცნობისთვის, ფოტო, რომელსაც Tvpirvelinews.ge ავრცელებს, კლინიკაში 29 აგვისტოსაა გადაღებული. მესამე პრეზიდენტის გარემოცვა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები