მელიას გენერალური მდივნის გათავისუფლება ერთპიროვნულად შეეძლო- ხაბეიშვილმა იცრუა?

12.12.22 16:14
მელიას გენერალური მდივნის გათავისუფლება ერთპიროვნულად შეეძლო- ხაბეიშვილმა იცრუა?

"გენერალური მდივნის გათავისუფლებას პოლიტსაბჭოს თანხმობა არ სჭირდება"- ასე პასუხობენ "ნაციონალურ მოძრაობაში" ლევან ხაბეიშვილს, რომელიც დღეს ამტკიცებდა, რომ ნიკა მელია პოლიტსაბჭოს სხდომაზე პეტრე ცისკარიშვილის გადაყენებას აპირებდა, მაგრამ  გეგმა იმის გამო ჩაუვარდა, რომ გუნდში მხარდამჭერები ვერ იპოვა.

პოლიტიკურ საბჭოში ნიკა მელიას ჰქონდა სრული უმრავლესობა. თუ მოინდოიმებდა და დააყენებდა საკითხს, მას შეეძლო, პეტრე ცისკარიშვილი მოეხსნა გენერალური მდივნის თანამდებობიდან, რაც არ ყოფილა. თავად ნიკა მელიას არ დაუყენებია ეს საკითხი"- თქვა "ტვ პირველთან" დიმიტრი ბიძინაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები