პირდაპირი ფრენები რუსეთთან უნდა იყოს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ - კახა კალაძე
თბილისის მერი მიესალმება, თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება. კახა კალაძე პრობლემას მხოლოდ იმაში ხედავს, რომ საქართველოში შემოდიან ის ადამიანები, ვისაც არ მოსწონს, რა ხდება რუსეთსა და უკრაინაში.
თუ მათი მხრიდან გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ იყოს პირდაპირი ფრენები, მე ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ. პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ძალიან პრობლემაა ის, რომ ის ადამიანები, ვისაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება უკრაინაში, შემოდიან საქართველოში.
არა მარტო რუსეთის, ბელორუსის მოქალაქეებიც შემოდიან საქართველოში. უნდა იყოს პირდაპირი ფრენები, მერე რა, ისედაც შემოდიან - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, დენის გონჩარმა, დღეს განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, განაახლოს პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ამისთვის თბილისში უნდა შეიქმნას „აუცილებელი წინაპირობები“.