ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო, მისი ქოსატყუილასაც კი შეშურდებოდა - ჯაფარიძის პასუხი ღარიბაშვილს

12.12.22 17:02
ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო, მისი ქოსატყუილასაც კი შეშურდებოდა -  ჯაფარიძის პასუხი ღარიბაშვილს

პოლიტიკური იერიშის მთავარი ადრესატები ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობენ - ბადრი ჯაფარიძე, რომლიც  პრემიერმა მამუკა ხაზარაძესთან ერთად "სახელმწიფოს ძარცვაში" დაადანაშაულა, ამბობს, რომ "ირაკლი ღარიბაშვილმა ტყუილებით და ცილისწამებით საკუთარი რეკორდიც მოხსნა". 

"ღარიბაშვილის ქართული ზღაპრების გმირ ქოსატყუილასაც შეშურდებოდა" - თქვა ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე.  

ჩვენს ქვეყანას ჰყავს მატყუარა ხელისუფლება - ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, მაგრამ დრეს პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი სიცრუითა და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო. მისი ალბათ შეშურდებოდა ქარტული ზღაპრების გმირ ქოსატყუილასაც კი, გამომდინარე ტყუილის მასშტაბიდან. 

სინამდვილეში, ანაკლიაში იქნა ინვესტირებული 75 მილიონი დოლარი, რაც არის საერთაშორისო აუდიტორის მიერ დადასტურებული. ეს დოკუმენტაცია არის ეკონომიკის სამინისტროში და თავი უნდა შეეწუხებინა პრემიერს და მოეთხოვა რეალური ინვესტიციის ოდენობა. ეს 1 ტყუილი, რაც ღარიბაშვილმა გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია 25 მილიონი იყო.

მეორე დიდი ტყუილი, თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განახორციელეს 3 მილიონის ინვესტიცია. სინამდვილეში ეს იყო 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც ასევე დადასტურებულია. 

ანაკლიაში მაცხოვრებლებს დღეს დიდი პრობლემა აქვთ შექმნილი იმის გამო, რომ გაპარტახებულია იქაურობა. ეს კი არის ,,ოცნების" ხელისუფლებს პირდაპირი მიზეზით. რადგან მათი ჩამოართვეს ინვესტორს 75 მილიონი დოლარი. ასეთი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. არა მარტო ჩამოართვეს, არამედ დღემდე მიმდინარეობს ჩემი და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური დევნა სასამართლოებში, პროკურატურაში. - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

,,ლელოს" ლიდერის განმარტებით, ანაკლიის პროექტს ისინი მაინც განახორციელებენ, როცა ქვეყანაში უკეთესი საინვესტიციო გარემო შეიქმნება, ეს კი მაშინ მოხდება, როცა ,,ქართული ოცნება" ძალაუფლებას ჩამოშორდება.

რაც შეეხება არბიტრაჟში დავას, აქაც დიდი ტყუილი თქვა ღარიბაშვილმა. სინამდვილეში ეს არის 800 მილიონის მოთხოვნა კონსორციუმის მხრიდან, ოღონდ, ეს მოთხოვნა იქნა დათვლილი საერთაშორისო წესებით. იქ საერთაშორისო არბიტრაჟს წარმოადგენს ,,ბეიკერი და მაკ-კენი", რომელიც არის მსოფლიოში განთქმული იურიდიული ფირმა, რომელმაც ინვესტორების მიმართ ,,ქართული ოცნების" მიერ მიყენებული ზარალი დათვალა მიღებული სტანდარტით. სინამდვილეში ზარალი გაცილებით მეტია. 

კონსორციუმის მიზანი იყო და რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. ეს კი აუცილებლად მოხდება ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების წასვლის შემდეგ, რადგან ეს ხელისუფლება არასდროსმ აპირებდა ამ პროექტის განხორციელებას. ის განცხადება, რომელიც გააკეთა ღარიბაშვილმა, თითქოს მთავრობა განახორციელებს ამ უზარმაზარი თანხის ინვესტირებას პროექტში,  ეს არის თვალებში ნაცრის მორიგი შეყრა. - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები