რუსეთს ანაკლიის პროექტის ხელში ჩაგდება სურს - ოპოზიცია დავით ხიდაშელის ინტერესზე საუბრობს

12.12.22 17:21
რუსეთს ანაკლიის პროექტის ხელში ჩაგდება სურს - ოპოზიცია დავით ხიდაშელის ინტერესზე საუბრობს

ანაკლიის პორტით რუსეთია დაინერესული, - ეჭვს ოპოზცია გამოთქვამს. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობაში ,,ოცნებასთან" დაკავშირებული ბიზნესმენები ჩაერთვებიან. დასახელდა დავით ხიდაშელის გვარიც.

დეპუტატებმა დღეს ღიად თქვეს, რომ არის რეალური საშიშროება იმისა,  ანაკლიის პორტი რუსეთს ჩაუვარდეს ხელში.

,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, რომან გოცირიძის, ინფორმაციით, პრორუს ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს, რომელიც 31 მაისს პრემიერ ღარიბაშვილს იორდანიაში ვიზიტის დროს თან ახლდა, წამოსცდა, რომ დაინტერესებულია ანაკლიის პროექტით.

ამ 49%-ში ივანიშვილის ახლობლები შემოიპარებიან და რუსული ბიზნესიც შემოვა ანაკლიის პროექტშიც. მერე საკმარისი იქნება, იმ 51%-დან, რაც სახელმწიფოს აქვს, 2% ვიღაც სხვას მისცენ და საკონტროლო პაკეტი ფაქტობრივად დაიკარგება და არსებობს დიდი საფრთხე, რომ ანაკლი გახდეს რუსეთის გავლენის ქვეშ.

ხიდაშელს წამოსცდა, რომ ანაკლიით არის დაინტერესებული, როცა ღარიბაშვილს იორდანიაში ჰყავდა წაყვანილი - განაცხადა ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ.

დავით ხიდაშელი სანქცირებული რუსი ოლიგარქის,  ვლდიმერ ევტუშენკოვის, კომპანიების მმართველი და ბიძინა ივანიშივლის სკანდალური საუბრების ერთ ერთი მთავარი ფიგურანტია. მისი სახელი გახმაურებულ "კარტოგრაფების" საქმეშიც  ფიგურირებს.

მსგავსი სიახლეები