,,გირჩის" დახმარებით გაწვევას თავი აარიდა 10 ათასმა, ეს სიმახინჯე აღარ იქნება - ჯუანშერ ბურჭულაძე
მთავრობას ,,სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში" ცვლილებები შეაქვს - პრემიერი ღარიბაშვილი გირჩის "ბიბლიურ თავისუფლებას" საპატრიარქოსთან შეთანხმებით აუქმებს.
მამაკაცები სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებებში გაივლიან. ოფიციალური მიზეზი - რეზერვის სისტემის გაძლიერებაა.
თადაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ინფორმაციით, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მახინჯი საშუალება გაუქმდება.
აღარ იქნება დატოვებული თავის არიდების ისეთი საშუალებები, რომელიც არის დღეს. ეს არის სიმახინჯე, ,,გირჩი", მაგალითად.
თუ წელს სხვადასხვა მიზეზების გამო, ვგულისხმობ ლეგალურ მიზეზებს, სამხედრო სამსახურს თავი აარიდა 12 ათასმა პირმა, 10 ათასმა ისარგებლა ზუსტად ამ შემთხვევით. - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
,,გირჩი მეტი თავისუფლება"-ს მიერ შექმნილ ,,ბიბლიურ თავისუფლებაში" გაწევრიანებულ ახალგაზრდებს აქამდე უფლება ჰქონდათ, რელიგიური მოტივით უარი ეთქვათ სამხედრო გაწვევაზე.