რა შუაშია 2017 წელს გაკეთებული ოპერაცია სააკაშვილის ჯანმრთელობასთან - "ოცნების" ახალი სიცრუის კამპანია
ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი კამპანია წამოიწყო. "ქართული ოცნება" ახლა ცდილობს, მესამე პრეზიდენტის კრიტიკული მდგომარეობა თავად სააკაშვილს დააბრალოს. გზავნილი ასეთია: საქართველოში ჩამოსვლამდე მან კუჭის ოპერაცია გაიკეთა და სწორედ ამას უკავშირდება წონის რეკორდული კლება და სიცხეები.
სააკაშვილის გარემოცვა ამ ვერსიის მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს. როგორც ირკვევა, მესამე პრეზიდენტმა ქირურგიული ოპერაცია 6 წლის წინ გაიკეთა. შესაბამისად, რაიმე კავშირი მის დღევანდელ მდგომარეობასთან გამორიცხულია.
"მე ვკვდები და ბევრი დრო არ მაქვს" - ასე მთავრდება ის წერილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ემანუილ მაკრონს გაუგზავნა. სააკაშვილის მდგომარეობა საათობრივად უარესდება. ის პრაქტიკულად ვეღარ გადაადგილდება და უჭირს კომუნიკაცია მნახველებთან. ახლა ყველა ოთხშაბათს ელოდება, როდესაც პატიმარი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე პალატიდან წარდგება.
ერთ-ერთი პირველი ვინც პროცესზე დაიკითხბება ამერიკელი ნევროლოგი იქნება, რომელმაც ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის დნმ-ის ნიმუშები პირადად აიღო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თავად მიხეილ სააკაშვილის ჩვენება იქნება, რომელიც 7 თვიანი იზოლაციის შემდეგ პირველად გამოჩნდება საჯაროდ.
უფრო მეტი ნახეთ რეპორტაჟში.