იცრუა თუ არა ხაბეიშვილმა - დაპირისპირების ახალი ფაზა ,,ნაცმოძრაობაში"
დაპირისპირება ,,ნაციონალურ მოძრაობაში" ახალ ფაზაში გადადის. ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ ახალი პოლიტიკური ცეცხლი გახსნა და თქვა, რომ ნიკა მელიას სხდომაზე პეტრე ცისკარიშვილის გადაყენება უნდოდა, მაგრამ თანამოაზრეების საკმარისი რაოდენობა ვერ ნახა.
ახლა მთავარი კითხვაა, მოიტყუა თუ არა ხაბეიშვილმა? ირკვევა, რომ გენერალური მდივნის გათავისუფლებას პოლიტსაბჭოს თანხმობა არ სჭირდება, რადგან მელიას ამ გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად, რამდენიმე წუთში შეუძლია.
მელიას კონკურენტისთვის დღეს არ უპასუხია. პარტიაში ჩატარებული პოლიტსაბჭოს შესახებ კი ინფორმირებულია მიხეილ სააკაშვილი.
უფრო ვრცლად იხილეთ ლიზა ლასარეიშვილის სიუჟეტი.