"ოცნების" მძიმე ორშაბათი - ევროპა ღარიბაშვილის მთავრობის პასიურობით უკმაყოფილოა
"ქართული ოცნების" მძიმე ორშაბათი - პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ბრიუსელია, სადაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პირველი მინისტერიალი მიმდინარეობს.
საქართველოს ხელისუფლებას დღეს ევროპელმა ლიდერებმა პირდაპირ უთხრეს, რომ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობას ნაბიჯები არ გადაუდგამს. მათი თქმით, პარტნიორები მზად არიან დახმარებისთვის, მაგრამ ოცნების მხრიდან ვერ ხედავენ სურვილს, საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს. ბრიუსელმა "ოცნებისგან" მეტი მოქმედება და პროგრესი მოითხოვა.
მწვავე კრიტიკას კი დარბაზში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ისმენენ. ფინეთის, ჩეხეთისა და ირლანდიის წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს, რომ ელოდებიან, როდის შეასრულებს საქართველო ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
ევროპელი პარტნიორების განცხადებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ისინი ღარიბაშვილის პასიურობით უკმაყოფილოები არიან.
კიდევ რა თქვეს ევროპელმა ლიდერებმა ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.