ვინ გახდება სახალხო დამცველი - ოპოზიცია ,,ოცნებასთან" კონსულტაციებს ელოდება

12.12.22 19:14
ვინ გახდება სახალხო დამცველი - ოპოზიცია ,,ოცნებასთან" კონსულტაციებს ელოდება

ვინ იქნება ახალი სახალხო დამცველი? ოპოზიცია მმართველ გუნდთან კონსულტაციებს ელოდება. სწორედ ამ შეხვედრებზე უნდა გადაწყდეს, მოხდება თუ არა პოზიციების დაახლოება ომბუდსმენობის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ,,ქართული ოცნება" ანა აბაშიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს მხარს არ დაუჭერს. მათ მმართველი პარტიის ამომრჩევლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.  ასევე, მმართველი პარტია საკუთარ ფავორიტს ჯერ არ ასახელებს, თუმცა დიდი ალბათობით, ის იმ 8 კანდიდატს შორის არის, რომელსაც პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.

უფრო ვრცლად იხილეთ რუსუდან ჯაბანიშვილის სიუჟეტი.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები