ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობა დაანონსა - რატომ ჩართო განგაშის სიგნალი პრემიერმა

12.12.22 19:25
ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობა დაანონსა - რატომ ჩართო განგაშის სიგნალი პრემიერმა

"მძარცველები" - ამ ფრაზით მიმართა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. ქვეყნის პრემიერმა "ლელოს" ლიდერების წინააღმდეგ  იერიში მთავრობის სხდომაზე მიიტანა. ხაზარაძე-ჯაფარიძეს ღარიბაშვილი ანაკლიის პროექტის მიზანმიმართულად ჩაგდებასა და სახელმწიფო ფულის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს.    

ცნობილია, რომ  ჩაშლილი პროექტის გამო, ანაკლიის კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩვილა და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა, თუმცა  არა მილიარდ ნახევარს ითხოვს, როგორც პრემიერი ამტკიცებს, არამედ 800 მილიონს.  

ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ხვდება, რომ დავას წააგებს, ამიტომ განგაში სიგნალი წინასწარ ჩართო და აქვე დაანონსა, რომ პორტი  სახელმწიფოს 51% -იანი თანამონაწილეობით აშენდება.

კიდევ რა თქვა ღარიბაშვილმა, ნახეთ რეპორტაჟში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები