,,ოცნება" vs ,,გირჩი" - ხელისუფლებას სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებას გეგმავს

12.12.22 19:46
,,ოცნება" vs ,,გირჩი" - ხელისუფლებას სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებას გეგმავს

,,ქართული ოცნება" ოპოზიციური პარტია ,,გირჩი მეტი თავისუფლება" -ს მიერ დაარსებული ,,ბიბლიური თავისუფლების" წინააღმდეგ. ის ახალგაზრდები, რომლებმაც ,,გირჩის" რელიგიური ორგანიზაციის წევრები გახდნენ და კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდნენ, ჯარში წაყვანას დაექვემდებარება.

საპატრიარქოსთან შეთანხმებით პრემიერი ღარიბაშვილი კანონში ცვლილებებს გეგმავს. საუბარია 10 ათასამდე წვევამდელზე, რომელმაც აღნიშნული კანონით უკვე ისარგებლა.

ღარიბაშვილის თავდასხმას უკვე გამოეხმაურა ზურა ჯაფარიძე, ,,გირჩი მეტი თავისუფლება"-ს ლიდერი,  რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას არა წვევამდელების რაოდენობის გაზრდაში, არამედ სავალდებულო სამსახურის საერთოდ გაუქმებასა და პროფესიონალური არმიის შექმნაში ხედავს. 

ვრცლად იხილეთ მარიამ მაკასარაშვილის სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები