თუ აკვორდებით, რუსეთი განცხადებებს მაშინ აკეთებს, როცა ენმ ჩიხშია შესული - ოდიშარია ლავროვზე
რუსეთის მხრიდსან მსგავსი განცხადებსბი, მაშინ კეთდება, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ჩიხშია შესული - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა ოდიშარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, სადაც სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო და თქვა, რომ "დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის გამბედაობა პატივსაცემია".
ლავროვისგან ვერც შექებას და ვერც ქათინაურს ვერ მივიღებ. ჩვენ არაფერში გვჭირდება მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარების ირგვლივ მათ მიერ აღქმული სტატისტიკა. რაც შეეხება რუსულ განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყოველთვის ეჭიდება, როგორც მაშველ რგოლს და შემდეგ ამ განცხადებებზე აპელირებს. როგორც წესი, ეს ემთხვევა ხოლმე იმ პროცესებს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ ჩიხშია შესული შიდა პარტიული თუ სხვა მიმართულებით"- განაცხადა ოდიშარიამ თემის კომენტირებისას.