ჟორიკა რურუა ხომ უჭერს მხარს მელიას და რატოა გასაკვირი, რომ მერაბიშვილი ხაბეიშვილს უჭერდეს მხარს - კირკიტაძე

18.01.23 17:27
ჟორიკა რურუა ხომ უჭერს მხარს მელიას და რატოა გასაკვირი, რომ მერაბიშვილი ხაბეიშვილს უჭერდეს მხარს - კირკიტაძე

ხაბეიშვილის თანამოაზრეების თქმით, ნიკა მელიას 2020-ში რაც ხდებოდა, ახლა არ უნდა ესაუბრა, რადგან ახლა სხვა საკითხებია ბევრად მნიშვნელოვანი.

დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი რურუა თუ უჭერს ღიად მხარს, რა გასაკვირია, რომ ვანო მერაბიშვილმა ლევან ხაბეიშვილს დაუწიროს მხარი.

"2020-ში რაც ხდებოდა გავიგეთ და ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, 2021-ში ან 2022-ში რა უშლიდა ხელს ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს და ასევე, მართლა გულწრფელად მაინტერესებს, 2023 დაიწყო და ახლა რას აპირებს და რა გეგმები ჰქონდა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნახევრად სიმართლის საუბარი. ჟორიკა რურუა ხომ უჭერს მხარს ნიკა მელიას და დაუჭიროს მხარი, ეს ყველას უფლებაა და რატოა გასაკვირი, რომ მერაბიშვილი, ვარშალომიძე იქნება ეს, მე თუ სხვა, მხარს ვუჭერთ ლევან ხაბეიშვილს", - ამბობს კირკიტაძე.

მსგავსი სიახლეები