ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური მარიონეტია - ნუგზარ წიკლაური
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნუგზარ წიკალური ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკურ მარიონეტს უწოდებს.
წიკალურის თქმით, ხაბეიშვილი არაფერს წყვეტს და არც არანაირი თავმჯდომარეობის კანიდატია.
ოპოზიციონერი ვანო მერაბიშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ შს ყოფილმა მინისტრმა პარტიის ინტერესები დააზიანა.
როდესაც ზურგს უკან შენ ცდილობ შენი პარტიის ინტერესების დაზიანებას, ამას მინიმუმადე დაჰყავს შესაძლებლობა, რომ ასეთ ადამიათან მოხდეს შემდგომში პოლიტიკური თანამშრომლობა. ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური მარიონეტი, ის არავითარ გადაწყვეტილებებს არ იღებს. რეალურად ის არანაირი თავმჯდომარეობის კანდიდატი არ არის. არავის გადასაწყვეტი არ არის ამ პოლიტიკურ პარტიაში ვინ დარჩება და რა ფორმით ითანამშრომლებს. ამ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ ისეთი პოლიტიკური თოჯინები, როგორიც არის ლევან ხაბეიშვილი. ვანო მერაბიშვილმა იმუშავა არა პარტიის ინტერესების სასაიკეთოდ, არამ,ედ ცდილობდა როგორმე დაეზიანებინა ჩვენი კანდიდატის ინტერესები. ეს არის პირდაპირი მტრობა და ცხადია, რომ მოწინააღმდეგის ინტერესებზე ასხამს წყალს“, - ამბობს წიკლაური.