პუტინის რუსეთს ახარებს, როცა საქართველო დასავლეთისგან იზოლირებული და დაუცველია - გიგა ბოკერია
,,ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე რუსეთის საგარე საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას აფასებს.
გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ ლავროვის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, როგორ ახარებს კრემლს ჩვენი დაუცველობა და დასავლური სამყაროსგან იზოლირება.
ეს განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი, როგორ დაუცველს ტოვებს საქართველოს რუსეთის წინაშე ივანიშვილის რეჟიმი, ისევე როგორც, ეს იყო 90-იანებში.
პუტინის რუსეთს ახარებს, როცა საქართველო არის იზოლირებული დასავლეთისგან და დაუცველი.
ეგ იწვევს სწორედ რუსეთის სიხარულს, რომ საქართველო მისი აგრესიისგან დაუცველია - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.