ვანო მერაბიშვილი არჩევნებში ჩემს დასამარცხებლად მუშაობდა" - ნიკა მელია 2 წლიან დუმილს არღვევს

18.01.23 19:13
ვანო მერაბიშვილი არჩევნებში ჩემს დასამარცხებლად მუშაობდა" - ნიკა მელია 2 წლიან დუმილს არღვევს

 მერაბიშვილი 2020 წლის არჩევნებში ჩემს დასამარცხებლად მუშაობდა - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ ,,ტვ პირველზე" გადაცემა ,,რეაქციაში" სტუმრობისას 2 წლიანი დუმილი დაარღვია და შსს ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან, დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა.

 ნიკა მელიამ დეტალურად მოჰყვა, როგორ აიძულებდა მერაბიშვილი ოპოზიციის კანდიდატის შტაბის წევრებს საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორებას. 

ბრალდებების ადრესატი იყო დავით კეზერაშვილიც, რომელიც, მელიას თქმით, დახმარების სანაცვლოდ პარტიაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდა. კონტროლი კი გულისხმობდა კონკრეტული პირების გაწევას საკვანძო თანამდებობიდან და მათი კეზერაშვილის კადრებით ჩანაცვლებას.

არც კეზერაშვილი და არც მერაბიშვილი ამ მძიმე ბრალდებებს არ გამოხმაურებიან. კომენტარები დღეს მხოლოდ  ხაბეიშვილის ფლანგიდან გაისმა, რომელმაც მელიას განცხადება ჭორაობად შეაფასა.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი

 

 

 

მსგავსი სიახლეები