,,სანქციები არ ასცდება იმ ქვეყანას, რომელიც რუსეთს ეხმარება" - ევროკავშირი ,,ოცნებას" აფრთხილებს
რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო საქართველოს მთავრობამ ოფიციალური მოსკოვის შექება დაიმსახურა. პუტინის ფავორიტმა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ,,ოცნების" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
ლავროვმა ივანიშვილის გუნდს პატივისცემა საჯაროდ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ,,ოცნებამ" ვაჟკაცობა ჩაიდინა, როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა. ლავროვი იმასაც დაგვპირდა, რომ მალე საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზეც იფიქრებს.
რუსეთის ქებას ევროკავშირის გაფრთხილება მოჰყვა. ვინც რუსეთს ეხმარება, იმ ქვეყნებს სანქციები არ ასცდებათ - ეს პასუხი გასცა ევროკომიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, CNN-ს კითხვაზე, იყენებს თუ არა რუსეთი საქართველოს სანქციების თავიდან ასარიდებლად.
უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.