შეუნარჩუნდება თუ არა მოქალაქეობა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს? - საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია

18.01.23 19:56
შეუნარჩუნდება თუ არა მოქალაქეობა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს?  - საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია

ქართველი მებრძოლების დასაცავი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია. ,,დემოკრატიის მცველების" მიერ  მომზადებული კანონპროექტი მმართველი გუნდისთვის ერთგვარი ტესტი იქნება. საკანონმდებლო ინიციტივა უკრაინაში მებრძოლ იმ ქართველ მეომრებს ეხებათ, ვისაც ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით  უკვე დაემუქრა.
,,ოცნება" საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში არსებული იმ ჩანაწერით აპელირებს, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ გაჩნდა საფრთხე, რომ კანონის ძალით მმართველი პარტია ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციას შეეცდება. 

აკანონმდებლო ინიციატივის ავტორები კი  ითხოვენ, რომ  ბუნდოვანი ჩანაწერი კანონიდან წაიშალოს და ეს იქნება გარანტია, რომ უკრაინაში მებრძოლების წინაშე  მოქალაქეობის ჩამორთმევის საფრთხე აღარ დადგება.

 

 

მსგავსი სიახლეები