თეა წულუკიანს გუნდი ეშლება- თანამდებობა ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ დატოვა
თეა წულუკიანს საკუთარი გუნდი ეშლება. თანამდებობა დატოვა ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, რომელიც ამ პოსტზე თავად მინისტრმა დანიშნა.
ვტოვებ თანამდებობას პროფესიული შეხედულებების გამო - ეს პოსტი გამოაქვეყნა თეონა ჯაყელმა სოციალურ ქსელში. რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი პოსტიდან სწორედ წულუკიანთან დაპირისპირების გამო მიდის.
არ არის გამორიცხული, თეონა ჯაყელის გადაწყვეტილება მინისტრის ახალ რეპრესიულ ტალღას უკავშირდებოდეს. ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ სამსახურიდან დასათხოვთა სიებს უშუალოდ თეა წულუკიანი ადგენს, რომლის აღსრულებაც უკვე მუზეუმის ხელმძღვანელობამ უნდა განახორციელოს.
თავად ჯაყელს არაერთი თანამშრომელი ყავს გაშვებული მუზეუმიდან, თუმცა ახლა შესაძლოა, სწორედ მინისტრის ახალი დირექტივები გახდა უთანხმოების მიზეზი.
უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი