მერაბიშვილი დამიკავშირდა და ხაბეიშვილის მხარდაჭერა მთხოვა - მირდატ ქამადაძის სკანდალური განცხადება
ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრი, მირდატ ქამადაძე "ტვ პირველთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პროცესების კულისებიდან მართვას ცდილობს.
ქამადაძის განცხადებით, მერაბიშვილი მას შუამავლის მეშვეობით დაუკავშირდა და ლევან ხებეიშვილის სასარგებლოდ მუშაობა შესთავაზა.
ჩემთვის ძალიან ძვრფასი და პატივსაცემი ადამიანების მეშვეობით დამიკავშირდა და მთხოვა ამ პროცესში მისი, ლევან ხაბეიშვილის მხარე დაგვეჭირა. ამ ყვლაფერზე, ბათუმში გუნდის, გიორგი კირთაძის გადაწყვეტილებით, ვუთხარით რომ მართველობის ამ პრინციპებს ვეწინააღმდეგებით და ჩვენს შორის იდეური განსხვევებაა"- თქვა დეპუტატმა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს უარი წერილობით გაუზავნა, რომელიც შემდეგ "ლევან ვარშალომიძის ხელით, ბათუმში თათბირზე დამახინჯებული ფორმით გამოიყენეს".
მირდატ ქამადაძე ამბობს, იმას, რომ ამ მეთოდებით, "გიორგი კირთაძის გაშავება სცადეს".