ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის გუბერნია - მელია
პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმი, კრიმინალ ლავროვის პირით მადლობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას“,- ასე ხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, „ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და აღარ მალავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის გუბერნია".
რუსეთს უხარია, რომ საქართველოში ოცნების ხელისუფლების ხელით კლავს თავისუფლებისათვის მებრძოლ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, კლავენ კიდევ ერთ პრეზიდენტს საქართველოში – რომელმაც უთხრა რუსეთის მსახურებას „არა“, კლავს ისევე როგორც დაგეგმა და განახორციელა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა.
რუსეთს უხარია, რომ მოახერხა და საქართველოს თანამედროვე, ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში შემოიტანა ბზარი და დაქსაქსულობა, მაშინ როდესაც საქართველო რომელიც დგას ისტორიულ გზაგასაყარზე, დგას ადგილზე საიდანაც ნაბიჯი უკან არის უფსკრულში გადაჩეხვა.
დღეს არის დაქსაქსულობა, იმ პარტიაშიც რომელიც ლოკომოტივის როლს უნდა ასრულებდეს, და ამ უფსკურლიდან ევროპისკენ მიუძღვოდეს ქვეყანას. ამ პარტიაში, ერთიან ნაციონალური მოძრაობაში, ახლა შიდა არჩევნებია. არჩევნები, რომელიც დროულად უნდა დასრულდეს. შემდეგ კი სწრაფი ცვლილებებით, ოპოზიციური ამომრჩევლისა და მთელი საზოგადოების კონსოლიდაციით, დავიწყებთ სწრაფ მოძრაობას წინ ევროპისაკენ! დღეს რაც ხდება საქართველოში უხარია რუსეთს!“,- წერს მელია.