"სანქციები ივანიშვილს და მის ქვეშევრდომებს!" - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

18.01.23 23:30
"სანქციები ივანიშვილს და მის ქვეშევრდომებს!" - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

"სანქციები ივანიშვილს და მის ქვეშევრდომებს!" - ასე ეხმაურება პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟეტა გოშევსკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გუშინ გაჟღერებულ გზავნილს.

საუბარია, სერგეი ლავროვის  განცხადებაზე რომელმაც თქვა, რომ "საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, პატივისცემას იმსახურებს". 

ვინმეს ჯერ კიდევ აქვს ეჭვი იმ მიმართულებაზე, რომლითაც საქართველო მიდის და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის სასტიკი პატიმრობის რეალურ მიზეზებზე?

სანქციები ივანიშვილს და მის ქვეშევრდომებს! - წერს გოშევსკა. 

მსგავსი სიახლეები