,,CNN სიცრუის ტირაჟირებას ახდენს" - ,,ოცნება" საერთაშორისო მედიის წინააღმდეგ

19.01.23 11:15
,,CNN სიცრუის ტირაჟირებას ახდენს" - ,,ოცნება" საერთაშორისო მედიის წინააღმდეგ

,,ქართული ოცნება" CNN-ის წინააღმეგ - მმართველი პარტია მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას შეთქმულებასა და ტყუილების ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ,  ერთ-ერთი სამთავრობო მედიის ეთერში თქვა, რომ არსებობს სერიოზული ძალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ხელოვნურ პრობლემებს უქმნის.

გუშინ CNN-ზე იყო ევროკომისიის ხელმძღვანელის ჩართვა, სადაც ჟურნალისტი მას უსვამს კითხვას. ეს ხომ CNN-ია და არა ,,ტვ პირველი", ან ,,მთავარი არხი", ,,ნაცმოძრაობის" ჯიბის ტელევიზიები ხომ?!

როცა CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ვრცელდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოს შეუქმნას ხელოვნურად პრობლემები. 

ამის მიზანი შესაძლოა, იყოს ერთადერთი - ესკალაცია და საბოლოო შედეგი მეორე ფრონტი, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის ეს მწვავე რეაქცია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა.

CNN-ის ჟურნალისტის კითხვა რუსეთს შეეხებოდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით,  სანქციებისგან გვერდის ავლას საქართველოს გავლით ახერხებს.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი ასეთი შემთვევებისთვის სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს.

მსგავსი სიახლეები