კობა ნაყოფია ადასტურეს, რომ პოსტიდან მის გაშვებას დავით კეზერაშვილი ითხოვდა
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ, რადიო თავისუფლებასთან დაადასტურა, რომ პოსტიდან მის გაშვებას დავით კეზერაშვილი ითხოვდა. ნაყოფია იზიარებს ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრალდებებს ყოფილი მაღალჩინოსნების - კეზერაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ.
მე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ შემთხვევით არ დავნიშნულვარ და არც მანამდე - როცა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ვიყავი. ეს იყო პარტიის გადაწყვეტილება. ჩვენი პარტია ძალიან დიდია. ეს იყო ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილება და სრული კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება. მე პიროვნულად არავის დავუნიშნივარ და პიროვნულად ვერავინ გამათავისუფლებდა. ვიცი ნიკა მელიასგან, რომ ამ შემოთავაზებას (პოსტიდან გაშვება) მან, რა თქმა უნდა, უარით უპასუხა"- ამბობს ნაყოფია.
"რადიოთავისუფლებასთან" ენმ-ს ლიდერი თავდაცვის ყოფილი მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან შემდგარ კომუნიკაციასაც არ უარყოფს.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს იმასაც, რომ კეზერაშვილთან შეხვედრაზე "ბევრ სხვა თემასთან ერთად, პარტიაზეც იყო საუბარი".
დავიწყებ იმით, რომ დავით კეზერაშვილთან კომუნიკაცია არ მქონია 2011 წლიდან და ჩვენ შორის პირველი კომუნიკაცია, 11 წლის შემდეგ, 2022 წლის დეკემბერში შედგა, ხოლო მეორე - იანვარში. არ ვმალავ ამას. ვანო მერაბიშვილთან კი, კომუნიკაცია მქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების მსვლელობის პროცესში, ისევე, როგორც ჩვენი პარტიის პრაქტიკულად ყველა ლიდერს. მას შემდეგ, კომუნიკაცია აღარც ვანო მერაბიშვილთან მქონია.
ამჟამად ისინი შიდაპარტიული არჩევნების პროცესში არიან ჩართული. მე რამდენადაც ვიცი, ვანო მერაბიშვილი ძალიან აქტიურად არის ჩართული ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის მხარდასაჭერად და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ამ პროცესში. ეს ადასტურებს, რომ ეს ადამიანი გავლენების მოპოვებას ცდილობს"- თქვა ნაყოფიამ "რადიო თავისუფლებასთან".
წყარო: რადიო თავისუფლება