მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის სახალხო დამცველს არ უშვებენ
მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის სახალხო დამცველს არ უშვებენ - ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას რწმუნებული, დმიტრო ლუბინეცი ვივა-მედში შესვლის ნებართვას ამ დრომდე ელოდება.
საქართველოს ხელისუფლებაისგან სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას ითხოვს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ანდრეი კასიანოვი.
უკრაინა სააკაშვილის ევროპის ან ამერიკის წამყვან კლინიკებში გადაყვანას ითხოვს.
მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელებს, იმიტომ, რომ ჩემი შვილის მხარდაჭერა მუდმივად იგრძნობა, მე ამას ყველანაირად ვგრძნობ. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც მსგავსი შემთხვევები იყო, როცა უკრაინის ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ შეუშვეს. უკრაინა ჩვენი მეგობარი იყო ყოველთვის, ყველა ეტაპზე და ჩვენ სათანადო მეგობრობას, როგორც ჩანს ვერ ვუწევთ“, - თქვა საკითხზე კომენტირებისას მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ.