ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიას უკრაინის კულტურის მინისტრი ესწრება
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ოლექსანდრ ტკაჩენკო ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე ჩამოვიდა.
უკრაინელი მინისტრი ქართველი მსახიობის და მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვას პირადად დაესწრება.
ოლექსანდრ ტკაჩენკო სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტის წერილს წაიკითხავს.