რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - კალაძე
კახა კალაძე ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს.
შესაბამისი განცხადება დედაქალაქის მერმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
ფრენები ცალმხრივად შეზღუდული იყო. საქართველო სანქცირებული იყო. თუ მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს და პირდაპირი ფრენები ადამიანებს თუნდაც მიმოსვლაში დაეხმარება“, - განაცხადა კალაძემ.