ყველაფერი კეთდება, რომ ნიკა მელია თანამდებობიდან გააძევონ - კალაძე
კახა კალაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს და მოახლოებვულ არჩევნებს ემხაურება და ამბობს, რომ ქვეყნის ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირება იქამდეა მისული, რომ ერთი სული აქვთ ნიკა მელიას თანამდებობიდან როდის გააძევებენ.
თბილისის მერი ამბობს, რომ ენმ-ში ცოტა აკლიათ, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს.
მემგონი ყველაფერი სააშკარაოზეა, ხედავთ, რა ხდება თვითონ "ნაციონალურ მოძრაობაში", როგორი დაპირისპირება მიდის, ერთი რაც აკლიათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს, თორემ არაფერს არ აკლებენ. დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მელია გააძევონ თანამდებობიდან. ასეთი დაპირისპირები ფონზე, ცხადია, შეუძლებელია შენარჩუნებულ იქნას ერთსულოვნება", - ამბობს კალაძე.