სტრასბურგიმა მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

19.01.23 14:27
სტრასბურგიმა მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

სასამართლომ ერთხმად დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში. 

რაც შეეხება სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევაის ნაწილს, ეს სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან,  მათივე თქმით, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა.

მე-13 მუხლთან დაკავშირებით სასამართლო აცხადებს, რომ განცალკევებულად საჩივრის ამ ნაწილის განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან, რომელთან დაკავშირებითაც უკვე იმსჯელა.

საბოლოოდ, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას ჯამში €25 000-ის გადახდა დაეკისრა. 

აღსანიშნავია, რომ თანხიდან 10 000 ევრო  აპლიკანტის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად უნდა გადაეცეს, € 15 000  კი  საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლოს პროცესების ხარჯების ანაზღაურებისთვის უნდა გადაიხადოს.

ამასთან, სასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ  საქმეზე პირველადი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდების ადრესატს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უნდა ჩაეტარებინა.  

სტრასბურგის გადაწყვეტილებაში მოხვდა ფაქტი, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილი არ დაილუქა და ნივთების გადაადგილება მოხდა, რამაც გამოძიებაზე შედეგი იქონია. (ვერ მოხდა მაჩალიკაშვილის მობილურის ადგილმდებარეობის განსაზღვრა გასროლის მომენტში).

გადაწყვეტილებაში წერია ისიც, რომ სუს-ის ოფიცრების დაკითხვის 5 კვირით დაგვიანებამ ადეკვატურობის ნაკლებობას ხელი შეუწყო. დაგვიანებული გამოკითხვებისა და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის გამო, ოჯახმა პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო.

სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველიმა ორგანიზაციამ, "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" უკვე შეაფასა. 

ორგანიზაციის შეფასებით, სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნული კანონმდებლობით, საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველია.

"სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რამდენადაც, მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური. სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმენების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო. სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა. ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო. მოგვიანებით, ჩვენი ორგანიზაცია შემოგთავაზებთ საქმის სრულფასოვან შეფასებას. ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს. " ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები