არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენი, ის ჭორების შექმნის წყაროა თავად - გია ვოლსკი

19.01.23 15:26
არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენი, ის ჭორების შექმნის წყაროა თავად - გია ვოლსკი

"სი-ენ-ენ"-ის ეთერიდან დაანონსებულ სანქციებს, რომელიც შესაძლოა საქართველოს დაუწესდეს, მმართველი გუნდი თავდასხმით ხვდება.

გია ვოლსკს ამბობს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ჭორების შემქნელია და სულ არ აინტერესებს, თუ რას ამბობს ევროკომისიის თავმჯდომარე "სი-ენ-ენ"-ის ეთერით.

თვითონ საკითხი რომ დაისმება, წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს. მე არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია თუ კუბილიუსი, როდესაც ჩვენს ქვეყანას უპირისპირდება და ჭორებს კი არ არის აყოლილი, ჭორების შექმნის წყაროა თავად, ვინც არ უნდა იყოს, მე და თქვენ ვალდებულები ვართ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი დავიცვათ“, - ამბობს გია ვოლსკი. 

ცნობისთვის, მმართველი გუნდის ეს მწვავე რეაქცია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა.

CNN-ის ჟურნალისტის კითხვა რუსეთს შეეხებოდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით,  სანქციებისგან გვერდის ავლას საქართველოს გავლით ახერხებს.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი ასეთი შემთვევებისთვის სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს.

 

მსგავსი სიახლეები