დღეს ბუბას ვაცილებთ, სხვა საკითხებზე ვისაუბრებ მომდევნო დღეებში - ნიკა მელია

19.01.23 15:41
დღეს ბუბას ვაცილებთ, სხვა საკითხებზე ვისაუბრებ მომდევნო დღეებში - ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ პარტიაში დაპირისპირების საკითხზე საუბარი არ ისურვა.

ნიკა მელია აცხადებს, რომ კომენტარს მომდევნო დღეებში გააკეთებს, დღეს კი უკანასკნელ გზაზე დიდ ხელოვანს აცილებენ.

დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ დიდი ადამიანი, რომელმაც ყველა მიმართულებით, სადაც მოღვაწეობდა, ეპოქა შექმნა, ამიტომ ჩემი სურვილია, სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ ვისაუბრო, მომდევნო დღეებში დიდი სიამოვნებით - თქვა ნიკა მელიამ.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ, ,,რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს მისი თანამდებობიდან გაშვება სურდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარე მას არ დაეთანხმა.

მსგავსი სიახლეები