"ოცნების" კულისებიდან გამოსვლა და ჩვენს თვალწინ მისი ლუსტრაცია მოხდა - ვაშაძე

19.01.23 15:56
"ოცნების" კულისებიდან გამოსვლა და ჩვენს თვალწინ მისი ლუსტრაცია მოხდა - ვაშაძე

,,ქართული ოცნება" CNN-ის წინააღმეგ - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ლუსტრაცია მოახდინა.

ვაშაძის თქმით, ღიად გამოჩნდა ყველაფერი, რადგან „ოცნებას“ კულისებიდან გამოსვლა მოუწია. 

ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ 10 წლის მანძილზე ისე ნიღბავდა ამას „ქართული ოცნება“, რომ არანაირი საფრთხე არ ჰქონდა თითქოს მის ამ ჰიბრიდულობას და შეფარულობას. დღეს, როდესაც მსოფლიომ თქვა, რომ მკაფიოდ აირჩიე მხარე, აქედან გამომდინარე ყველას მოუწია კულისებიდან გამოსვლა. ლუსტრაცია მოხდა ჩვენს თვალწინ „ქართული ოცნების“, უბრალოდ ღიად დავინახეთ ის, აქ აქამდეც ხდებოდა. რატომ არ ვვითარდებოდით? იმიტომ, რომ მათი მიზანი იყო რუსეთი“. - ამბობს ვაშაძე. 

სი-ენ-ენის ეთერიდან დაანონსებული სანქიცების შემდეგ, რომელიც შესაძლოა ჩვენს ქვეყანას დაუწესდეს, მართველი გუნდი კრიტიკით შეხვდა.

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ,  ერთ-ერთი სამთავრობო მედიის ეთერში თქვა, რომ CNN-ზე ტყუილი ვრცელდება და არსებობს სერიოზული ძალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ხელოვნურ პრობლემებს უქმნის.
 

მსგავსი სიახლეები