მერაბიშვილის მცდელობები, ხრიკები და ბინძური მეთოდები ცნობილია - ბაჩო დოლიძე

19.01.23 16:04
მერაბიშვილის მცდელობები, ხრიკები და ბინძური მეთოდები ცნობილია - ბაჩო დოლიძე

ვანო მერაბიშვილის ბინძური ხრიკები ცნობილია, ენმ-ში გავლენებისთვის იბრძვის  - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს. 

ბაჩო დოლიძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა პარტიაში ზოგს ფული, ზოგს კი  თანამდებობები შესთავაზა, რათა ისინი გადაებირებინა. 

აქ ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესი იკვეთება. ზოგს რა სურს, ზოგს რა. მაშინ როცა ჩვენ ორიენტირებული ვართ მთავარ გამოწვევებზე, ესაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ტყვეობიდან და ოლიგარქიული მმართველობის დასრულება, ამ დროს სამწუხაროა, რომ ადამიანები ისეთი, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი, პარტიაში რაღაც გავლენების მოპოვებას ცდილობენ. 

მერაბიშვილის მცდელობები, ხრიკები და ბინძური მეთოდები ცნობილია, რასაც ის ამდენი ხნის განმავლობაში ახორციელებდა, დაატარებდნენ ჩანაწერებს ერთი სოფლიდან მეორეში, ეგონათ, რაღაც დიდ საქმეს აკეთებდნენ, საბოლოო ჯამში კი ისევ მათ შეუტრიალდათ ყველაფერი.  

არ ვიცი, ვის რას ჰპირდებოდა, ზოგს ფინასებს, ვიღაცას თანამდებობებს, მაგრამ ოპოზიციაში ზოგადად თანამდებობები არ არსებობს. არსებობს პასუხისმგებლობა, რომელიც ან გაქვს, ან არ გაქვს. - განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 

,,ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ, ,,რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში პარტიაში არსებულ დაპირისპირებასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

რამდენადაც ვიცი, ვანო მერაბიშვილი ძალიან აქტიურად არის ჩართული ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის მხარდასაჭერად და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ამ პროცესში. ეს ადასტურებს, რომ ეს ადამიანი გავლენების მოპოვებას ცდილობს -  თქვა ნაყოფიამ.

მსგავსი სიახლეები