ეს არის კატასტროფა საქართველოსთვის - ბოკერია დაანონსებულ სანქციებზე
ეს არის კატასტროფა საქართველოსთვის - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმდჯომარე სი-ენ-ენ-ის ეთერით დაანონსებული სანქციებს.
ბოკერია ამბობს, რომ ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყავდეს, ახლა დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს უკრაინასთან ერთად "ნატოს" წევრი როდის გახდება საქართველო და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
დაეკისრება თუ არ დაეკისრება სანქციები, უკვე ის ფაქტი, რომ განხილვა არის ამ პროცესის, ეს არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა ჩვენ რომ ნორმალური და არა მოღალატე, პუტინისტური რეჟიმი გვყავდეს, დისკუსია უნდა იყოს იმაზე, რომ უკრაინასთან ერთად "ნატოს" წევრი როდის გახდება საქართველო, როგორ დახმარებას მიიღებს თავისუფალ ვაჭრობაზე ამერიკასთან, ამას უნდა შვებოდეს, საქართველოს ნორმალური მთავრობა რომ ჰყავდეს“, - ამბობს ბოკერია.
ცნობისთვის, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტმა ურსულა ფონ დერ ლაიენს შეკითხვა დაუსვა.
CNN-ის ჟურნალისტის კითხვა რუსეთს შეეხებოდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სანქციებისგან გვერდის ავლას საქართველოს გავლით ახერხებს.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი ასეთი შემთვევებისთვის სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს.