გადასახლდება კობახიძე ტაგანროგში, ივანიშვილიც უკან გაჰყვება და გვეშველება - ვაშაძე ევროკავშირში გაწევრიანებაზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს არ დაკარგავს.
ვაშაძის თქმით, როდესაც ირაკლი კობახიძე ტაგანროგში გადასახლდება და ივანიშვილიც მიჰყვება, მაშინ ქვეყანასაც ეშველება და ევროკავშირის სტატუსსაც მივიღებთ.
"საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს არ დაკარგავს. ერთადერთი გზაა, გავუშვებთ „ოცნებას“ თავის რუსეთში, გადასახლდება კობახიძე სადღაც სადღაც ტაგანროგში და ჩვენ გვეშელება, ივანიშვილიც უკან გაჰყვება. ამის შემდეგ ჩვენ გავიმარჯვებთ და ევროკავშირის სტატუსს მივიღებთ“, - ამბობს ვაშაძე