2008 წელს რუსეთის დაუსჯელობამ უკრიანის წინააღმდეგ აგრესიული ომი გამოიწვია - EU-ს მწვავე ანგარიში

19.01.23 17:34
2008 წელს რუსეთის დაუსჯელობამ უკრიანის წინააღმდეგ აგრესიული ომი გამოიწვია - EU-ს მწვავე ანგარიში

2008 წელს რუსეთის დაუსჯელობამ უკრიანის წინააღმდეგ აგრესიული ომი გამოიწვია - ეს სიტყვები ჩაიწერა ევროპარლამენტის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წლიურ ანგარიშში. 

ამ დოკუმენტით ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ რუსეთმა შეასრულოს  ნაკისრი  ვალდებულებები და დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

ევროპარლამენტის უახლესი ანგარიშის ცენტრალურ საკითხებად იქცა ასევე საქართველო, უკრიანა და მოლდოვა.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის დაუყოვნებლივ და ხელშესახებად შესრულებისკენ მოუწოდებს. 

7 გვერდიან დოკუმენტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და ევროკომისიას მოუწოდებს პრიორიტეტების შესრულების შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 

და კიდევ, დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უკრიანის გამარჯვება ქვეყნის  თავისუფლებასთან ერთად იქნება გადამწყვეტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ მმართველი გუნდი 12 რეკომენდაციას არ ასრულებს.

რომან გოცირძის თქმით, თუ ხელისუფლებამ ქვეყანას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შანსი დააკარგვინა, მაშინ "ოცნება" ისტორიაშ შევა, როგორც ყველაზე შავი და ყველაზე მავნე ხელისუფლება.

დეკემბრის ეს ვადა ჩააგდეს. არც ერთი რეკომენდაცია 12-დან არ შესრულებულა. ზოგიერთი საერთოდ არ დაწყებულა, ზოგი შესრულდა ნაწილობრივ. თუ დააკარგვინა ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შანსი ამ ხელისუფლებამ, ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე შავი და ყველაზე მავნე ხელისუფლება“, - თქვა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები