მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა - შარლ მიშელი უკრაინაშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს უკრაინაში ჩავიდა.
ზელენსკის თქმით, მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ჰქონდა. უკრაინის პირველმა პირმა შარლ მიშელს მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენი ისტორიული დაახლოების კუთხით. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ უფრო მეტს.
მადლობას გიხდით თქვენი მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერისთვის!“, - განაცხადა ზელენსკიმ.