მელიასთან თანამშრომლობის ინტერესი არ მაქვს, გამარჯვების შემთხვევაში, ნაყოფია თანამდებობაზე იქნება - ხაბეიშვილი

19.01.23 17:17
მელიასთან თანამშრომლობის ინტერესი არ მაქვს, გამარჯვების შემთხვევაში, ნაყოფია თანამდებობაზე იქნება - ხაბეიშვილი

"კონკირეტულად ნიკა მელიასთან თანამშრომლობის არანაირი ინტერესი არ მაქვს"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

რაც შეეხება კობა ნაყიფიას განცხადებას, ხაბეიშვილის მტკიცებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე თანამდებობაზე დარჩება.  

"ერთი რამ თანამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში, კობა ნაყოფია, "ნაციონალურ მოძრაობაში" აუცილებლად იქნება თანამდებობაზე დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს, სიმართლეს ამბობს, თუ ტყუის ნიკა მელია. პირადი გადაწყვეტილებებით რომ პარტიიდან მოკვეთეს ადამიანები და დღეს მოქმედი თავმჯდომარე და მისი მხარდამჭერები რეგიონალურ ლიდერს, ვაშალომიძეს არაფორმალურ მმართველს უწოდებენ, ეს უცნაურია. ვარშალომიძე აუცილებლად იქნება ახლოს პარტიასთან და ჩართული იქნება გადაწყვეტილებებში. ვინც 2012 წლიდან, ამ უთანასწორო ბრძოლაში მოჰყვება ენმ-ს ის ადამიანები უნდა დაფასდნენ და არა კაბინეტებიდან რაღაც ორ კვირაში ერთხელ, აეროპორტიდან ისმენდნენ  კომენტატორების კომენტატორებს. ნამდვილი პოლიტიკა კეთდება ხალხში"- აცხადებს ხაბეიშვილი. 

რადიო თავსიუფლებასთან ინტევრიუში კობა ნაყიფიამ თქვა, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება დავით კეზერაშვილის უნდოდა.  ნაყოფია რადიო თავისუფლებას უყვება რომ ამის შესახებ ნიკა მელიამ მას ჯერ კიდევ ზაფხულში უთხრა 

მსგავსი სიახლეები