დასავლეთი "გვაპიდარასტებს" და ომის შიშით ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს - ჩერგოლეიშვილი

19.01.23 19:25
დასავლეთი "გვაპიდარასტებს" და ომის შიშით ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს - ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ჩვენი ხელისუფლება შიშების კულტივაციით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ამის შესახებ მან დიანა ტრაპაიძესთან "დღის ეთერში" ისაბრა.

ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“ შიშის კულტების წინააღმდეგ კამპანიის დაწყებას აპირებს. 

ეს ხელისუფლება რაც კი მოვიდა, ცდილობს შიშების კულტივაციით ძალაუფლების შენარჩუნებას. სხვადასხვა შიში იყო. იყო ასეთი შიშები, რომ დასავლეთი „გვაპიდარასტებს“ და ეკონომიკური გაღატაღების შიში. შიში, როგორც სოციალური კონტროლის იარაღს, "ქართული ოცნება" აქტიურად იყენებს. შიშზე პასუხისმგებელია თავის ტვინის ყველაზე პრიმიტიული ნაწილი. ხვლიკის ტვინს ეძახიან ამას და სწორედ ხვლიკზე, ჩვენი ტვინის ყველაზე პრიმიტიულ ნაწილზე აქვს გათვლა „ოცნებას“ და ჰგონია, რომ ჩვენ ომით შეგვაშინებს.
ჩვენ „ევროპული საქართველო“ კამპანიის დაწყებას ვაპირებთ სწორედ ამ შიშის კულტების წინააღმდეგ", - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები