შესაძლოა, შემდეგი კვირები ამ ომში გადამწყვეტი გახდეს - შარლ მიშელი
ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, რადგან შემდეგი კვირები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მიმდინარე ომში. ამის შესახებ შარლ მიშელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ეს მოხდა პირველად ევროკავშირის ისტორიაში - ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველსავე საათებსა და დღეებში ჩვენ უკრაინას მძიმე შეიარაღება გამოვუგზავნეთ.
უკანასკნელ პერიოდში უკრაინა იღებს მძიმე შეიარაღებას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვსურს ამაში მხარი დაგიჭიროთ, რადგან შესაძლოა, შემდეგი კვირები გახდეს გადამწყვეტი ამ ომში. სწორედ ამიტომ საჭიროა მსგავსი გადაწყვეტილებები“,- განაცხადა შარლ მიშელმა.