ბილდტი: "მთავრობის უარი სააკაშვილისთვის სამარცხვინოა"
შვედეთის ყოფილი პრემიერრ მინისტრი სამარცხვინოს უწოდებს, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, საკურნალოდ გადაყვანის შესახებ გაცხადებულ უარს.
ბილდტი ამბობს, რომ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ქართველ მაღალჩინოსნებზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.
საქართველოს მთავრობის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობაზე უარი ნამდვილად სამარცხვინოა. ვეთანხმები ენ ეპლბაუმს [ამერიკელი ჟურნალისტი], რომ ევროკავშირმა თბილისში მაღალჩინოსნებზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, - წერს ბილდტი Twitter-ზე.