ჩხრეკაში მონაწილე სპეცრაზმელები გოგაშვილის პირისპირ - სუს-ის ექსშეფის სასამართლო განახლდა
სოსო გოგაშვილი სასამართლოშია. მოსამართლეს ჩვენებას დღეს ჩხრეკაში მონაწილე ის სამართალმცველები და ექსპერტები მისცემენ, რომლებსაც ოჯახი მძიმე ბრალდებებს უყენებს. გოგაშვილების მტკიცებით, სუსის ყოფილ ბოსს იარაღი და მეხსიერების ბარათები სწორედ ჩხრეკის დროს ჩაუდეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, ადვოკატები ამბობენ, რომ თითო მოწმის გამოკითხვას რამდენიმე საათი დასჭირდება.
საქალაქო სასამართლოს დერეფანში ამ წუთებში პროცესის დაწყებას სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები და ახლობლები ელოდებიან.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირების დაკიტხვა, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს 16 ივლისს იოსებ გოგაშილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში და სემდგომ მისი დაკავების პროცესში, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მთავარი კითხვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმ ღამით ჩხრეკის ჩატარებისას რატომ არ შექმნა ობიექტური მტკიცებულება, ვგულისხმობ, ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებას, რომ შემდგომ ამისა, კითხვები აღარ გაჩენილიყო. არც მათ მოუწვდათ იმის მტკიცება, რომ მათ მოუწითა ადექვატური, პროპორციული ძალის გამოყენება, - ამბობს გოგაშილის ინტერესების დამცველი დიმიტრი ღონღაძე.
სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი დარწმუნებულია, რომ მოწმეები იმ სხდომაზე იმ ინფორმაციას გაავრცელებნ, რაც პროკურატურის ინტერესებშ შედის.
ჩემი აზრით, ეს მოწმეები გაავრცელებნ სხდომებზე იმ ინფორმაციას, რაც მათ ინტერესებში შედის, რაც პროკურატურის ინტერესებში შედის, არათუ რეალურად რაც მოხდა და რა იყო, მაგრამ ჩვენ არაერთი მოწმე ვართ ასევე, იმისა, დედაჩემი, მამაჩემი,სა ხლში მყოფი ყველა პირი ასევე, ყველა ლოკაციაზე მყოფი ადამიანები, რა დროსაც ჩხრეკა განხორციელდა, რომლებიც დავადასტურებთ, რომ არაერთ უკანონობას ჰქონდა ადგილი, - ამბობს ნინო გოგაშვილი.
სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. ერთ-ერთი ბრალი პირადი მონაცემების უკანონო მოპოვებას ეხება, რომელიც თიტქოს სოსო გოგაშილის სახლიდან ამოიღეს.
გოგაშვილის ოჯახის წევრები ყველა ბრალს სიცრუეს უწოდებენ და ამბობენ, რომ ადგილი პოლიტიკურ შურისძიებას აქვს.