ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი ომბუდსმენი - ოპოზიციის აზრით, "ოცნებას" პროცესის ჩაგდება უნდა

23.01.23 11:51
ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი ომბუდსმენი - ოპოზიციის აზრით, "ოცნებას" პროცესის ჩაგდება უნდა

შეძლებს თუ არა პარლამენტი ახალი ომბუდსმენის არჩევას - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ოფიციალური კოსნულტაციები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ოპოზიცია უკვე მსჯელობს იმ კანდიდატებზე, რომლებიც  მონაწილეობას მომდევნო პროცესში მიიღებენ. 

ამის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" პროცესის ჩაგდება სურს, რადგან ქვეყნის ევროინტეგრაცია მის ინტერესში არ შედის. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე, ხელისუფლების ქმედებებს ღალატს უწოდებს და პირდაპირ ამბობს, რომ მათ ქვეყანა რუსეთ-ბელორუსის კავშირისკენ მიჰყავთ. 

მათ არ უნდათ 12 რეკომენდაციის შესრულება, აგდებენ რეკომენდაციებს, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „ქართული ოცნება“ არ ემზადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. სამწუხაროდ, აი, ამიტომ არ ხდება სახალხო დამცველზე მუშაობა. კონსესუსი რომ მოხდეს, პროცესი კი არა, პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, ევროპაში უნდა გინდოდეს შენი ქვეყნის მიყვანა და ესენი, რასაც ვხედავთ, ლავროვთან და პუტინთან ფლირტს პოლიტიკურს, ეს არის რუსეთ-ბელორუსის კავშირისკენ ქვეყნის წაყვანა და არა ევროპაში ინტეგრაცია. ეს არის ცხადი ღალატი, - ამბობს მანჯგალაძე.

პარტია "საქართელოსთვის" წევრს, მიხეილ დაუშვილს კი მიაჩნია, რომ "ოცნება" ომბუდსმენად მისთვის მისაღებ კანდიდატს დასვამს. 

„ოცნების“ მიზანი იქნება თავისთვის კომფორტული კანდიდატის გაყვანა ამ პოზიციაზე. ამიტომაც ჩავარდა პირველი რაუნდი, რომელიც, რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენს ევროინტეგრაციის პროცესს და ამიტომაც, მე დიდი მოლოდინი, სამწუხაროდ, არ ამქვს, რომ მეორე შემთხვევაშიც „ოცნებას“ ეყოფა კომპრომისის ძალა, რომ ქვეყნის სასიკეთოდ გადადგას ნაბიჯი და ისეთ კანდიდატზე შევთანხმდეთ, რომელიც იქნება სრულად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, - ამბობს დაუშვილი. 

გასულ კვირას ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ომბუდსმენი დიდი პოლიტიკური კონსესუსის შედეგად იქნეს არჩეული.  

მსგავსი სიახლეები